შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა და რამდენიმე წევრმა კომისია დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქორიძემ განუცხადა, განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა.
ეკა გიგაურმა, კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ამბობენ შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა – მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ უფრო შევსებას აპირებს კომისიის განახლებასთან ერთად
წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.
აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს ! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე” – წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.