ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მერმა და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეებს ახალი წელი მსგავსი ტექსტებით მიულოცეს

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ ახალი წლის დადგომა მოქალაქეებს თითქმის იდენტური ტექსტებით მიულოცეს.

“მე კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება! ვისურვებდი, რომ 2019 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს! მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება! მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი!” – ვკითხულობთ ორივე მათგანის მისალოც ტექსტში.

როგორც რაზმაძე “რუსთავი 2-თან”  საუბრისას ამბობს, მისალოც ტექსტზე 29 და 30 დეკემებერს მუშაობდა და ის მუნიციპალიტეტის საჭიროებებს მოარგო.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი On.ge-ს განუმარტეს, რომ კომენტარი მათი პრესსამსახურის თანამშრომლის, დავით ლიკლიკაძის ფეისბუქის სტატუსია. ლიკილიკაძე წერს, რომ მილოცვის ტექსტის შედგენის დროს ნიმუშით იხელმძღვანელა.

“სასწაულ “დანაშაულში” წაგვასწრეს. თურმე, რა მომხდარა, ქუთაისის და გორის მერიას ერთნაირად მიულოცავს ახალი წელი ხალხისთვის… ვისარგებლე [ნიმუშით], რადგან ძალიან მომეწონა ტექსტი, რომელიც მთავრობის პოზიციას კარგად ახმოვანებდა. ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე გააკეთა გორის პიარმაც”, — განმარტავს ლიკლიკაძე.

იტვირთბა....