ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მეღიმება, ეს რამ მოაფიქრათ” – გარიცხავენ თუ არა დღეს პარტიიდან ეკა ბესელიას?

როგორც ირკვევა, დღეს მმართველ პარტიაში დაგეგმილ შეხვედრას დეპუტატი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია არ დაესწრება. თავად ის სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არ იმყოფება და 6 იანვარს დაბრუნდება.

“ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ“, – წერს ეკა ბესელია “ფეისბუქის“ გვერდზე.

დღეს ფრაქცია “ქართული ოცნება“ სხდომას გამართავს, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთმანეთის მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, სადაც მათ ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

დააყენებს თუ არა დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხს?უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ლევან კობერიძის თქმით, ის არ ელოდება, ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხის დაყენებას. მისი თქმით, სხდომაზე სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ.

 

იტვირთბა....