ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

pensions.ge – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ვებგვერდი ამოქმედდა

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, ვებგვერდზე – pensions.ge დამსაქმებლებს სისტემაში რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.

რეგისტრაციისთვის საჭიროა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის, დამსაქმებლის დასახელებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითება. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ასევე განთავსებულია შენატანების გადახდის ინსტრუქცია.

2019 წლის 1 იანვრიდან 2-პროცენტიანი საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს, ასევე მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდა 40 წელი ან მეტი, 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით შეეძლება საპენსიო სქემიდან გასვლა.

 

იტვირთბა....