გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული იყო, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილი ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლდა, ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ არის ცნობილი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
გიორგანაშვილი არც პირველ საქმეზე და დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.