მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ბესელიას “გადადგომა” ისეთივე გულისამრევია, როგორც კალაძის მიერ შუქის გაყვანა შვილმოკლული მამების კარვებში”

ქვეყნის გადამჭმელი ეკა ბესელიას “გადადგომა” ისეთივე გულისამრევი და არაფრისმომცემია, როგორც კახი კალაძის მიერ შუქის და გამათბობლის გაყვანა შვილმოკლული მამების კარვებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ გარეკვით ემუქრებოდა;
როგორც ბოდიშებზე ყალბად ორიენტირებული რუსი გახარიას სამართალდამცველობა;
როგორც უმრავლესობის ფარისეველ დეპუტატთა “გაადამიანურება”;
როგორც ზაზა სარალიძის შვილის საქმეზე ისედაც ყველასათვის ცნობილი დამნაშავეების დაკითხვა და დანაშაულის დამფარავებზე ხელის დაფარება ხელის უფლების ყველა შტოში, თან პარალელურად მაჩალიკაშვილის საქმეზე სამარისებური დუმილი!
რას უკრავთ ტაშს რას?! ამ ხელისუფლების მორიგ მცდელობას ახალი სისხლი გადაისხას და კიდევ უფრო თავს გავიდეს?!
ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მთლიანად და არა ასე ნაწილ–ნაწილ ერთი ნაგვის მეორე ნაგვით ჩანაცვლებით!
წერტილი.

ირინა სარიშვილი

იტვირთბა....