„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე წარადგინა რეზოლუცია, რომელიც “სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად” გამოცხადებას გულისხმობს.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიდოში ქვეყანაში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უზურპაცია, უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტი, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურების და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები.
რეზოლუცია, რომელსაც 400 ათასი ადამიანი აწერს ხელს, ირმა ინაშვილმა ზაფხულში დააანონსა, ოქტომბერში კი მას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.