რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მგზავრობის საფასურის 2ლარამდე გაზრდას მოითხოვენ.
როგორც მათ რუსთავში მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, საწვავისა და ავტონაწილების ფასები გაიზარდა და ავტომობილების შენახვისთვის მეტი თანხაა საჭირო.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 1.50 ლარი ღირს. მძღოლების მოთხოვნაა, მგზავრობის საფასურმა 2 ლარამდე მოიმატოს.