პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ მშენებლობის შეფერხებისთვის 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც ფერაძე აცხადებს, მშენებლობა უკანონო იყო და საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიხერგება თბილისის აერაციის ზონა.
“საჩივარში წერია, რომ მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა მიჩივლეს შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო. შუა თითი ვაჩვენე, სწორედ ეს იყო არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ. მოსამართლემ გადაწყვეტილება სამ წუთში მიიღო“, -ამბობს ფერაძე.
ინციდენტი 2018 წელს, ჭოველიძის ქუჩაზე მოხდა.