ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ საამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, საამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა.

აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით“ – ნათქვმა სუს-ის განცხადებაში.

შგახსენებთ, რომ ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სისიხლის სამართლის კოდექსით 340-ე მუხლით ისჯება.

იტვირთბა....