მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია არც დამოუკიდებელი საშინაო და არც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა”

“ჩემი მოლოდინით, ხვალ შეკრებილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი მოითხოვს საერთომართლმადიდებლურ კრებაზე უკრაინის საკითხის გატანას, რადგან სწორედ ამას ითხოვს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ამასვე იმეორებენ მისი სატელიტი ეკლესიები. ეს იქნება ნელ-თბილი პოზიცია, რომელიც თავისთავად იქნება სამარცხვინო, მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება – კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ – გამორიცხულია. კრეტის კრებაზე არწასვლამ დაადასტურა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია არც დამოუკიდებელი საშინაო და არც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ რუსულ ორბიტაზე და მას ასეთი რეპუტაცია აქვს საქვეყნოდაც. სიტუაცია იმდენად დრამატული და პროგნოზირებადია, რომ შეგვიძლია 99%-იანი სიზუსტით დავწეროთ, რას წავიკითხავთ ხვალ სინოდის სხდომის ოქმში. 99% იმიტომ, რომ მაინც უიმედოდ მორწმუნე ქრისტიანი გახლავართ და სინოდის სხდომაზე გაბრაზებული ანგელოსის გამოცხადებას ვერ გამოვრიცხავ, მოტყინარე მახვილით”.

ლევან მნათეუს სუთიძე, თეოლოგი. 

ამ წუთებში საპატრიარიარქოში საქართველოს სინოდის სხდომა მიმდინარეობს, ერთ-ერთი განსახილველი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაა.

 

იტვირთბა....