ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუნებრივი აირის ტარიფი რეგიონებშიც შემცირდა

იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი” ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება. ამის შესახე ინფორმაციას “სემეკი: ავრცელებს.

„სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. შესაბამისად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 1 კუბურ მეტრზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრი იქნება.

რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც „საქორგაზი” ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა. “საქორგაზის” აბონენტებისთვის ამჟამად მოქმედი ტარიფი 57.011 თეთრია, ხოლო 1-ელი იანვრიდან მათთვის ახალი ტარიფი ამოქმედდება 56.999 თეთრის ოდენობით.

საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი თბილისშიც შემცირდა. დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.

ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და “ყაზტრანსგაზ თბილისის”, “სოკარ ჯორჯია გაზისა” და “საქორგაზის” მილიონამდე აბონენტს შეეხება, როგორც თბილისში და ასევე რეგიონებში.

იტვირთბა....