ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბევრი სიურპრიზი, დაუჯერებელი შეთავაზებები და ჯადოსნური გარემო – აღნიშნე ახალი წელი რესტორან “ვეფხი და მოყმეში”

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, რესტორანი „ვეფხი და მოყმე“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს. რესტორანი ერთგულ სტუმრებსა და მეგობარ კომპანიებს, საახალწლოდ, ბევრ სიურპრიზს, საინტერესო შეთავაზებასა და სიახლეს პირდება.

როგორც რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მირანდა მაისურაძე, „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, კომპანიები რომლებიც „ვეფხი და მოყმეში“ გადაიხდიან საახალწლო კორპორატიულ წვეულებას, უამრავი სიურპრიზი ელით.

„ GIFFER,  სადღესასწაულო ტორტი, შოუ-პროგრამა, წამყვანი,  ფოიერვერკი, 10% ქეშბექი, 10% ფასდაკლება სრულ მენიუზე,
ფოტო-ვიდეო გადაღება – ეს ის ჩამონათვალია, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენმა ერთგულმა მომხმარებლებმა, რადგან მათი წვეულება უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდეს“ – განაცხადა მირანდა მაისურაძემ.

რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ახალი წლის ღამის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც ამ ღამეს „ვეფხი და მოყმეში“ გაატარებს ჯადოსნური და დაუვიწყარი იქნება.

“რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, თუ ვინმე გვკითხავს ახალი წლის ნამდვილ მნიშვნელობაზე, ჩვენი პასუხი მარტივია – ლამაზად მორთული ნაძვის ხე, ტკბილეული, საჩუქრები და განსაკუთრებულად მომზადებული განსაკუთრებული კერძები, ერთ ჩვეულებრივ დღეს, არაჩვეულებრივად აქცევს.

ეს ის დეტალებია, რომლებიც ახლავს ახალ წელს. თუმცა, ნამდვილი ღირებულება გაცილებით მნიშვნელოვანი და ფასეულია. ახალი წელი საყვარელი ადამიანების გარემოცვასა და თბილ, ქართულ, ქალაქურ, მეგობრულ გარემოში უნდა გაატარო.

მნიშვნელოვანია, დადებითი ემოციები და განსაკუთრებული გრძნობები, სხვებსაც გაუზიარო. ჩაეხუტო და საუკეთესო მომავალი წელი  უსურვო. სწორედ ასეთი იქნება ახალი წელი რესტორანში „ვეფხი და მოყმე“ – განაცხადა მირანდა მაისურაძემ.

შოუპროგრამას  გახსნის ანსამბლი შვიდკაცა!

მრავალჟამიერისა და ფოიერვერკის ფონზე, ერთად შევეგებებით 2019 წლის შემობრძანებას.

იქნება წამახალისებელი, გრანდიოზული გათამაშება.

შესრულდება ყველა ჰიტი (როგორც ქართული, ასევე უცხოური), რომელიც ახალი წლის ღამესა და ტკბილ, მხიარულ მოგონებებთან ასოცირდება.

ქართული ნაციონალური და სამეჯლისო ცეკვების მიქსით, ნამდვილი ცეცხლი დაინთება სცენაზე.

ბევრი სიცილი, იუმორი და განწყობა, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაყვებათ ჩვენ სტუმრებს.

პაატა გულიაშვილი, არა მხოლოდ იუმორით, არამედ საკუთარ მუსიკალურ პროგრამას და მრავალენოვან სადღეგრძელოებს მიუძღვნის ჩვენ სტუმრებს.

რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რადიოწამყვანი, მირანდა მაისურაძე შეასრულებს ჰიტებს, რომელსაც სოციალურ ქსელში შვიდმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

დასაწყისი 23:30 – დასასრული 06:00

 წამყვანი – თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი, იუმორისტი, პაატა გულიაშვილი

მონაწილეობენ:

  1. ანსამბლი „შვიდკაცა“
  2. გოჩა ჭაბუკაიძე (ნიჭიერი)
  3. თამუნა გიორგაძე(X ფაქტორი)
  4. ლიკა გაჩეჩილაძე (საქართველოს ვარსკვლავი)
  5. შოთიკო ჩიტიანი
  6. DJ – Harry Rules
  7. ანსამბლ სუხიშვილების აკადემიის მოცეკვავე-მსახიობების კვინტეტი.
  8. სამეჯლისო ცეკვების, სტუდია „თელას“ წამყვანი ქორეოგრაფი რაფაელ ანანიკიანი მეწყვილესთან ერთად.

 

                           

მენიუ

ქათმის სალათი კლასიკური

ზეთის ხილი (შავი)

ყველის ასორტი

ფხალის ასორტი

მჟავის ასორტი

წითელი ხიზილალა

შემწვარი გოჭი

დედალი ბაჟეში

ტყემალი

შოთის პური

მჭადი

იმერული ხაჭაპური

ხორციანი ბლინი

ქამა სოკო კეცზე

შემწვარი კალმახი

ხბოს ჩაშუშული

აფხაზურა

იმერული კუპატი

ღორის მწვადი

ხილის ასორტი საფირმო

გოზინაყი

წყალი ბახმარო

ნაბეღლავი

ლიმონათი

ყავა / ჩაი

ევროპული ღვინო

შამპანური (დუგლაძე)

 

ბილეთის ფასი 250 ლარი

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ:
595 60 11 11; 595 30 11 33

 

იტვირთბა....