ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლებში “დედა ენა” დაბრუნდება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს დედა ენის სკოლებში დაბრუნებას ინიციატივას, რომელიც პარლამენტის წევრებმა, ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა წარადგინეს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართულ საანბანე სახელმძღვანელოს შედგენს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით, მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

“„დედა ენა“ არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, ერთ-ერთი ელემენტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. რაც გულისხმობს განსაკუთრებული ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიცოცხლისუნარიანობის, იდენტიფიკაციის, დოკუმენტირების, კვლევის, შენარჩუნების, დაცვის, პოპულარიზაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც „დედა ენის“ , როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“, – განაცხადეს საქართველოს პარლამენტში.

იტვირთბა....