რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ დღეს გამართულ კონფერენციაზე, ახალი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქართულ შემწყნარებლობის ტრადიციას (ტოლერანტობას) როგორც ფასეულობას, საქართველოში მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი
“ტოლერანტობა – შემწყნარებლობა, საქართველოსათვის ის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა, რომელმაც, ერთი მხრივ, საშუალება მისცა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური მოსახლეობას სამშობლოდ აღექვა საქართველო და მეორე მხრივ, უზრუნველეყო სწორედ ამ ქვეყანაში მათი დამოუკიდებელი განვითარება და უნიკალური იდენტობის შენარჩუნება ქართველ ერთან ასიმილაციის გარეშე – ასეთია, ძირითადად, კონფერენციის სულისკვეთება” – წერია სააგენტოს მიერ გამოგზავნილ პრესრელიზში.