ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე: სკაიპით ვესაუბრე თოვლის ბაბუას, ძალიან მალე ჩამობრძანდება

“გელოდებით ყველას 28 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც სხდომაზე მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ განაცხადა, ქართველი თოვლის ბაბუა სვანეთიდან ჩამოდის. მისი შეფასებით, სანახაობა ზღაპრული იქნება.

„28 დეკემბერს ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, ძალიან ლამაზი. მინდა, ყველა დავპატიჟო. მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევ 28 დეკემბერს 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე. გარდა ამისა, თოვლის ბაბუაც მოდის, გზაშია. დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს, შვილებს და მომავალ თაობებს. ასე რომ, გელოდებით ყველას, ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ თბილისში 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი შოუები.

 

იტვირთბა....