ახალი ამბები მთავარი სამართალი

ია კერზაიას შვილმა მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა მთავარი პროკურატურის შენობა უკვე დატოვა.

ის გამოკითხვაზე ბაჩანა შენგელია ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც ბაჩანა შენგელია აცხადებს,  საგამოძიებო უწყებას მტკიცებულელები წარუდგინა, რომლებიც ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში სამართლებრივ დარღვევებს ადასტურებს.

შენგელიას განცხადებით, საქმეში განათლების მინისტრი და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი ფიგურირებს და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

იტვირთბა....