„თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარედ არჩეულია რვა ხმით, ხოლო ლადო ბოჟაძემ მიიღო ერთი ხმა. კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
იტვირთბა....
ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.
მისივე განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, ცესკო-ს სამართლებრივი აქტი შესაძლებელია, ორი დღის ვადაში გასაჩივრდეს.
„თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარედ არჩეულია რვა ხმით, ხოლო ლადო ბოჟაძემ მიიღო ერთი ხმა. კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. თამარ ჟვანიას კანონდებლობით ჰქონდა სრული უფლება, მიეღო სხდომაში მონაწილეობა, ასევე გამოეყენებინა უფლება, როგორც კომისიის რიგით წევრს, მიეღო კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა. სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, მან უარი განაცხადა და დღევანდელ სხდომაში არ მონაწილეობდა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 დეკემბერს ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს.