საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან მე-11 დღეა შიმშილობენ, ისინი მოითხოვენ არ შეწყდეს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება და დადგინდეს, ვინა არის მკვლელი.
კონსტანტინე გამსახურდიას კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაწყვიტა, რადგან მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა. პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გაგრძელდეს.