ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შემოგვრეკავენ კომიტეტის სხდომაზე ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ კანონპროექტებზე” – ჭიჭინაძე

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ აპროტესტეპს დაჩქარებული წესით საბაჭო კოდექსის განხილვას.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პარლამენტი კი არ არის, რაღაც ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა ეს ყველაფერი. მაინტერესებს როგორ აპირებენ დეპუტატები საკითხის განხილვას, როცა არც კი აქვთ წაკითხული კანონპროექტი. რა კითხვები აქვთ კოლეგებს? ბევრი ნიუანსია ალბათ, რაც გამორჩება. პროტესტის ფორმად ალბათ ისღა რჩება, რომ კომიტეტზე კვორუმები არ შედგეს. ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ უპასუხა და განაცხადა, რომ პირადად მან ძირითადი ასპექტების გაცნობა მოასწრო.

დავით ჭიჭინაძემ ამის შემდეგ დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, თუნდაც ორი მუხლი დაესახელებინათ, რომელიც კანონპროექტში ეწერა, ამის მსურველი კი მხოლოდ რომან კაკულია აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაჩქრაებული წესით “საბაჭო კოდექსს” განიხილავენ. სხდომის დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, კომიტეტზე კანონპროექტს მაინც განიხილავს.

იტვირთბა....