ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ნახევარი პროკურატურა დასაჭერია”: ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი პოლიტპატიმარია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა პრესკონფერენცია გამართა. ღლონტის თქმით, მისი შვილი უკანონოდ არის დაკავებული და პოლიტპატიმარია. ის თვლის, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი აღშფოთებული საზოგადოების გასაჩერებლად დააკავეს.

„ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში შიმშილობა როცა დაიწყო, ჩემი შვილი მაშინ დააკავეს. ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებაში არსებული მუხტი და სარალიძე რაღაც დროის განმავლობაში შეეჩერებინათ.

“გამოდიან და იტყუებიან, ამას მოსამართლე ძალიან მშვიდად უყურებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, მოსამართლესაც გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი. თითქოს, ყველა შეთანხმებულია, რომ ბავშვი დაისაჯოს. ნახევარი პროკურატურა დასაჭერია. მთავარი მოწმეები არ მოჰყავთ. საპარლამენტო კომისია ამბობს, რომ საქმე ცუდად არის წარმოებული. ნახეს დაბალი ღობე დ.ღ. და აწმენდენ ხელს, ატყუებენ საზოგადოებას”, – აცხადებს ღლონტი.

შეგეხსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდების ჩხუბს ორი არასრილწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღემდე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები გარეთ არიან. ამის გამო დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა ზაზა სარალიძე ამბობს რომ სამართალს ვერ მიაღწია. მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

 

იტვირთბა....