ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ჟვანიას განცხადებით, არჩევნების სავარაუდო გაყალბების კადრები  პროკურატურას თავად  გადაუგზავნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით,  სავარაუდო გაყალბების კადრები, რომელიც მედიით გავრცელდა, პროკურატურას გამოძიებისა და რეაგირების მიზნით თავად გადაუგზავნა.

მისივე თქმით,როცა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, გამოძიების აუცილებლობაზე, მას კადრები საგამოძიებო უწყებაში უკვე გაგზავნილი ჰქონდა.

„ეს კადრები მე გადავუგზავნე პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. 17 დღის განმავლობაში ეს კადრები არავისთვის იყო ცნობილი. არ ვიცი, რატომ მოხდა მედიით გაჟღერება და რატომ არ გაყვა სამართლებრივ გზას. მე ვიყავი პირველი, ვინც მოითხოვა ამ კადრებით გამოძიების დაწყება. ეთერში გასვლისთანავე, მეორე დღესვე ვნახე და იმ მაშინვე გავგზავნე პროკურატურაში რეაგირებისთვის. ცალსახად ვამბობ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არჩევნებში წავა ხალხის ნების წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, შემსრულებელი და მიმთითებელი, ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქტები აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული და ეს ადამიანები დასჯილი“, – განმარტა ჟანიამ.

იტვირთბა....