ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, წინასაახალწლოდ, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტები გაიხსენა. მან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი ქვეყანას საკუთარ სიცოცხლეს უძღვიან.
“სოლსბერის ქუჩების ე.წ ნერვის აგენტის გამოყენებისგან დაცვა, ჩვენი ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო ძალების გაძლიერება, ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცე აღმოსავლეთ ევროპაში, ტერორიზმთან ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ასევე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მოწმობს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას არ შევეგუებით. თქვენ განაგრძობთ იმის დემონსტრირებსა, თუ რატომ ხართ მსოფლიოში საუკეთესო”, – მიმართა ტერეზა მეიმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.