aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანმა, შესაძლოა,  საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანმა, შესაძლოა,  საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა, ალირეზა რაჰიმიმ განაცხადა.

“თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 წლის შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ განხორციელებაზე, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, გადახედოს ამ შეთანხმებას“, – განაცხადა რაჰიმიმ.

დეპუტატმა აღნიშნუილი განცხადება ბოლო პერიოდში საქართველოში ირანის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გააკეთა.

მანამდე საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისთვის ორგანიზებული ხასიათის მიცემა, შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს.

“ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა ცოტა გართულდა. მიგვაჩნია, რომ საკითხი უნდა იქნას გადაჭრილი. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ თუკი არსებობს პრობლემა ირანის მოქალაქეების მხრიდან, მათ უნდა დაიცვან შემოსვლის წესები, მაგრამ თუ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზი, ვფიქრობთ, მყისიერად უნდა მოხდეს ახალი რეგულაციების შემოღება, დახვეწა, შესწორება, რომ ირანის მოქალაქეები არ იყვნენ უკმაყოფილონი”, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ელჩი, იოსებ ჩახვაშვილი ირანში  კი არ მიიჩნევს, რომ ირანის იმ მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა, მისივე თქმით, არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად აღმოიფხვრება.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფარგლებში მე ორჯერ ვიყავი თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით და იმ მცირე გაუგებრობებთან, რომელიც იყო ჩვენს საზღვარზე. მარტო ნოემბერში დაახლოებით 17 000 ირანელი შემოვიდა საქართველოში და მათგან მხოლოდ 425 არ იქნა დაშვებული ქვეყანაში. ეს პროცენტულადაც, მგონი, შედარებით დაბალი რიცხვია. ასევე, ირანის ელჩს ჰქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან. მხარეებმა სრული მზადყოფნა გამოხატეს მომავალში თანამშორმლობისათვის და გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრისათვის. საზღვარზე წარმოშობილი ყველა კონკრეტული შემთხვევა განიხილება ორმხრივ ფორმატში, ყოველი კონკრეტული შემთხვევა იქნება გამოკველული და მომავალში გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება”, – განაცხადა ჩახვაშვილმა.

იტვირთბა....