რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, მეორე კი სცემეს და ტვინის შერყევა აღენიშნება.
დაშავებულს, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული, ოპერაცია ჩაუტარდა და საავადმყოფოში რჩება.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, იდენტიფიცირებულია კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.