ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ძალიან ცუდი საქციელია” – როგორ მოიქცეოდა გიგი უგულავა პუტინთან ბურჭულაძის ადგილზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პაატა ბურჭულაძის სანქტ-პეტერბურგულ ვოიაჟზე, სადაც ქართველმა მომღერალმა პუტინს უმღერა, კომენტარი ტელეკომპანია  “იმედთან” გააკეთა.

“უნდა მისულიყო და ეთქვა, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია… შენ დიდ პატივს გცემ მაგრამ, ის სადაც იქნება მე არ ვიმღერებ. თუ ამას არ აკეთებ, მით უმეტეს თუ პოლიტიკაში ხარ, ეს ძალიან ცუდი საქციელია”, – თქვა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ, 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმიტ პუტინი ესწრებოდა.

იტვირთბა....