ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულია 280-ზე მეტი და დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ცუნამი სუმატრასა და იავას კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია.
სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას სანაპიროზე ნებისმიერი ქმედებებისგან თავი შეიკავონ და სანაპირო ზოლს გაეცალონ
შეგახსენებთ, ცუნამის შედეგად ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა. ამ მომენტშიც, სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება.