თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი პქრიაშვილმა, რუსთვი2-ის გადაცემა “შაბათის კურიერთან” 2009 წელს მომხდარი ისტორია გაიხსენა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეს ეხებოდა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამ ეტაპზე არ ასახელებს შუამავლის ვინაობას და თანხას, რომელსაც სოსო რობაქიძე მისგან სიჩუმის სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა ამბობს, რომ დაფარული ამბების გამჟღავნების დრო დგება და ის მოგვიანებით ყველაფერს იტყვის.
დუელში გამოწვევას, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.
“სანამ მე დუელში გამომიწვევ სასიკვდილო გასროლით, შვილის მკვლელს იქნებ ერთი სილა მაინც გააწნა თან “შენისთანაზე” ხელი რატომ უნდა გავისვარო?
დუელშიო, გამომივიდა ბურბონების და დე ვინტერების ჩამომავალი” – წერს ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, სავარუდო ბრალდებულად ბუტა რობაქიძის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომის შემდეგ დასახელდა. ია მეტრეველმა განაცხადა, რომ პროკურატურაში დაიწყო ახალი საქმე და ბრძანების გამცემები უნდა დაისჯებიან. სოსო რობაქიძე ადასტურებს, რომ ახალი საქმის მთავარი სამიზნე ახალა ირაკლი ოქრუაშვილია და ის დასაჭერების შავ სიაშია.