ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტმა ზურაბიშვილისთვის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება 93 მომხრე, არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. ამრიგად სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. შესაბამისად, მისთვის მანდატის შეწყვეტა მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებს იწვევს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა.

იტვირთბა....