ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება

მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით პარლამენტი განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. ცვლილების თანახმად, გამოძიებას არ ექნება ზვიად გამსახურდიას საქმის შეწყვეტის ვალდებულება. ამის შესახებ განცახადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.

„ამ დრომდე შიმშილობენ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორშაბათს უკვე იქნება დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების, რომლითაც 5 წლით გახანგრძლივდება ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე და გამოძიებას არ ექნება შეწყვეტის ვალდებულება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები მხარს დაუჭერენ ამ კარგ ინიციატივას. ინიციატივა გავრცელდება ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება პირველ რიგში განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით შიმშილობენ.

იტვირთბა....