ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი კანდიდატი – მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.
„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა.
წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.