“როგორც კი პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ექნება ადეკვატური პასუხი ყოველთვის, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი” – გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან პოლიციელებზე ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართალდამცველებზე ფიზიკური ძალადობა უმკაცრესად იქნება დასჯილი.
“თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი პოლიციელზე ფიზიკური ზემოქმედების, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში და აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს
უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელი არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე- პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ექნება ადეკვატური პასუხი, ყოველთვის. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ. ესე იქნება და ამის შემდგომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი ან დამატებითი ფაქტი პოლიციელზე ფიზიკური ზემოქმედების, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში და აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, იმ შემთხვევაში როდესაც პოლიციელზე, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ, რომ შედეგი იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ამის გარანტიას გაძლევთ მე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.