შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების თემას.
“საკმაოდ მძიმე თემაა, ის რაც მოხდა ზუგდიდში. სინამდვილეში. როგორც ვიცი დღეს, ბატონი შენგელია თუ არ ვცდები, იქნება დაბარებული ან იყო პროკურატურაში გამოკითხვაზე. თუ იქნება დანაშაულის შემადგენლობა, საქმე უნდა აღიძრას. რა თქმა უნდა თუ არის კითხვები რა მოხდა, როგორ მოხდა უნდა დაისვას. უბრალოდ, მე ერთი რამის მეშინია ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე, ყოველგვარი პოლიტიკური მიზნებით მსგავსი თემების გამოყენება. ახლა ერთმა ქალბატონმა ბატონი საბანაძე დაადანაშაულა, მე გპირდებით პირადად ერთ საქმესაც და მეორესაც დავამთავრებთ და შემდგომ სპეციალურად მოვალთ აქ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა ან ერთ თემაზე, ან მეორეზე ვისაუბროთ, მერე უბრალოდ შეგრცხვებათ. მე ერთ რამეს ვიტყვი, ადამიანური ტრაგედიის, სიკვდილის, გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, უბრალოდ ამორალურია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენბთ, რომ დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენე.