ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი? – შს მინისტრმა დეპუტატის კითხვას უპასუხა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეკითხვით მიამრთა:

“გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ზაზა სარალიძეს: რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი”?

ოხანაშვილის თქმით,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვს.

„საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავადგინეთ, რომ ამ საქმის ირგვლივ არსებობდა მთელი რიგი ხარვეზები. დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან ჩატარდა დაგვიანებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აქედან გამომდინარე, გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაბამის მოხელეთა მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას, კერძოდ, ვინმესთვის ხომ არ მოხდა ხელის დაფარება? აქედან გამომდინარე, მსურს გკითხოთ, შეისწავლა თუ არა აღნიშნული საკითხი შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ასევე, პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და რატომ არ იწყება? ასევე მინდა შევეხო კონკრეტულ ეპიზოდს, დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, რადგან ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ბატონი ზაზა სარალიძე ესწრება სხდომას და გთხოვთ, გვიპასუხოთ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ბატონ ზაზას, რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?“, – მიმართა მინისტრს ოხანაშვილმა.

“ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური, აზრით არ ჩატარდა”, – ამის შესახებ პარლამენტში მისულმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას თქმით ამ საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.

 

იტვირთბა....