შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 1400 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა.
მისივე თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს დაახლოებით 5000 ვიდეო სამეთვალყურეო კამერა.
“წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 1400 კამერა საგზაო მონაკვეთის 350 კილომეტრი იქნება სექციური კამერებით გადაფარული. ეს ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და 2019 წლის ბოლოს , ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს დაახლოებით 5000 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა და სრულად გადაფარული იქნება 700 კმ. -მდე გზები. რაც საგზაო უსაფრთხოების კომპონენტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.