ზუგდიდში, თხილის ქარხანა “თურალ გრუპი” დააყაჩაღეს.
როგორც ქარხნის მენეჯერი, მაია მიქავა აცხადებს, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა.
“ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ ყვირილით, ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აღნიშნა მაია მიქავამ.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცს თავის არეში მცირე ზომის ჭრილობა აღენიშნება, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.