“მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, გრიპის ვირუსზე საუბრისას განაცხადა.
იმნაძის თქმით გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ იკვეთება.
„არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს, მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, თბიილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.