ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გადმოვიდეს ქალების მხარეს”

“საქართველოს ქალთა მოძრაობა”  ათონელის ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართვას გეგმავს. ისინი ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ,  საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა გადაიხედოს.

აღნიშნულ ინიციატივასტან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ. მისი თქმით, წითელი ხაზი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაზე გადის, არავინ არ უნდა გადააბიჯოს. “მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გადმოვიდეს ქალების მხარეს. მისთვისაც გახდეს სექსუალური შევიწროების ნორმალიზება წითელი ხაზი, რასაც დიმიტრი გაბუნია აკეთებდა. გვინდა, ქალი პრეზიდენტი ნამდვილად იყოს ქალების მხარეს, რაც პირდაპირ ეხება ქალთა უფლებებს”, – აცხადებს ბაია პატარაია.
აქტივისტები ამბობენნ, რომ გაბუნია გენდერულად არამგრძნობიარეა და “სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა“. მათ თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად ადვოკატის ის განცხადბა მოიყვანეს, სადაც ​მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა, რომ “ის ისეთს არაფერს აკეთებდა, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს”?

ამ განცხადებას გამოეხმაურა თავად გაბუნიაც, რომელმაც  მათ არასერიოზული, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური უწოდა. მისი თქმით, სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. ის მათ ურჩევს, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან.

შეგახსენებთ, დიმიტრი გაბუნია არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელს, ზვიად დევდარიანს იცავდა, როცა მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

იტვირთბა....