დღეს, 21 დეკემბერს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენს.
შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პროცედურის მიხედვით მიდის, როცა მინისტრი პარლამენტს მოსმენის ინიციატივით თავად მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ თვეზე მეტია, საპარლამენტო უმცირესობა გიორგი გახარის მოსმენის საკითხს სვამს.