პირველ რიგში, ახალმა პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის აღარ არის ფრანგი დიპლომატი და ის საქართველოს პრეზიდენტია. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. მან უნდა ილაპარაკოს როგორც საქართველოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, ის რიტორიკა, რაც წინასაარჩევნოდ ქონდა სალომე ზურაბიშვილს, იქნება მიუღებელი, – ამის შესახებ “მეტრონომთან” ინტერვიუს დროს პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ განაცხადა.
კაკაჩიას განცხადებით, მნიშვნელოვანია თუ რა გუნდს შემოიკრებს ახლადარჩეული პრეზიდენტი.
“პრეზიდენტისთვის ამის გაცნობიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. იმიტომ, რომ წინასააარჩევნო პერიოდში მის მიერ რუსეთ-საქართველოს ომზე გაჟღებელი ფრაზების განცხადების ფუფუნება ახლა აღარ ექნება. ზურაბიშვილი დღეს წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ პირს და მსგავს გადაცდომას მისი პრეზიდენტობისთვის მნიშვნელოვანი როლი ექნება. მნიშვნელოვანი იქნება რა ტიპის ხალხს შემოიკრებს და შეძლებს თუ არა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, მათ შორის საგარეო კუთხით, ისე როგორც ეს ძალაში ახლადშესულ კონსტიტუციაშია გაწერილი. კონსტიტუციაში მკვეთრად წერია, რომ საქართველო ევროატლანტიკური სივრცის წევრი უნდა გახდეს. დანარჩენს დრო გვანახებს. რამოდენიმე თვეში კონტურებიც გამოჩნდება”, – განაცხადა კაკაჩიამ.
მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
“როდესაც პირველსა და მეორე ადგილს შორის განსხვავება 20%-ია, აქ ლეგიტიმურობაზე საუბარი აღარაა”, – აცხადებს კაკაჩია.