ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში მეშახტეებს ანაზღაურება საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ ჩაერიცხათ 

ტყიბულში მეშახტეებმა ხელფასების დროულად დარიცხვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.

მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრებილები აცხადებდნენ, რომ ხუთი დღეა, ანაზღაურების ჩარიცხვას ელოდებიან.

მათ ხელფასი აქციის მიმდინარეობის დროს ჩაერიცხათ.

მანამდე, მეშახტეების ნაწილი, რომლებიც დილით გეგმური სარემონტო სამუშაოებისთვის შახტში ჩავიდნენ, პროტესტის ნიშნად არ ამოდიოდნენ. მათთან მოსალაპარაკებლად კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩავიდა და ამჟამინდელი ინფორმაციით, ისინი შახტიდან ამოსვლას დათანხმდნენ.

 

 

იტვირთბა....