ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გურჯაანში იმ რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული, რაც მართლწესრიგის დასაცავად იყო საჭირო”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გურჯაანში იმ რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული, რაც მართლწესრიგის დასაცავად იყო საჭირო.

მეზვრიშვილის თქმით, სამინისტროს წინასწარ ვერ ეცოდინებოდა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით მოსამართლე და შესაბამისად, განაჩენიდან გამომდინარე ვერ განსაზღვრავდა პოლიციელთა რაოდენობას.

„წინასწარ ვერაფრით იქნებოდა ცნობილი რა აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა გამოყენებული. ოპოზიციამ დაანონსა აქციები და ასეთ დროს როგორც ვაკეთებთ, გავავრცელეთ დღესაც და გუშინაც ინფორმაცია, რომ პოლიცია დაიცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ მართლწესრიგის დასაცავად, იმ რაოდენობის პოლიციელი მივიყვანეთ გურჯაანში”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....