საზოგადოება სამართალი

“ვთხოვ კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს მას პატიმრობა არ შეუფარდოს” – ოქრიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, დავით კირკიტაძის საქმეს გამოეხმაურა.

“მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.

ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები – სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.

სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ ვთხოვ დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო, ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია,“ – ნათქვამია კახა ოქრიაშვილის განაცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....