ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“7 ნოემბრის შემდეგ გადავდექი, გელაშვილის ცემასთან კი ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორც თქვენ”

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილისა და კობა დავიოთაშვილის ცემის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა ამ საქმეებტან კავშირი არ აქვს.

„ირაკლი ოქრუაშვილი 24 საათში გაუშვეს. კობა დავითაშვილის 7 ნოემბრის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის თანამდებობიდან. ვალერი გელაშვილის ცემასთან ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორც თქვენ. ეს ეფუძნება სრულიად ყალბ ჩვენებებს. ეგრე ვინმეს ცემა რომ გვდომოდა, ნახევარი საქართველო შეიძლებოდა გამოგვკიდებოდა. ეგ არის სრული სისულელე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 16 დეკემბერს, ველისციხესთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი არ დაუპატიმრებიათ.

სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე იჯდა ავტომობილში, „რომელმაც ორ პოლიციელს გადაუარა“, მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

„ნინო ბურჯანაძე იჯდა იმ მანქანაში, რომელმაც ორ პოლიციელს გადაუარა. ერთი დაიღუპა და მეორე დაინვალიდდა მთელი ცხოვრება. ნინო ბურჯანაძესაც კი არ წარდგენია მაშინ ბრალი. ეს იყო ჩემი და ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....