ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვაშაძე: დავით კირკიტაძის საქმეზე სტრასბურგამდე მივალთ

„დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი”? – ამის შესახებ, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერიმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, თუ საჭირო გახდება, ოპოზიცია დავით კირკიტაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებს.

„დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ.

კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება და სამართლებრივი ბრძოლა გაგრძლდება”, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ოფიციალურად წარუდგინეს.

დავით კირკიტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა ედება ბრალად.

იტვირთბა....