ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება უახლოეს სხდომაზე შეუწყდება 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით,  ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას და უკვე უახლოეს პალენარულ სხდომაზე, პარლამენტი სალომე ზურაბიშვილს შეუწყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას.

კახიანის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ კანონმდებლობა არის დარღვეული, ეს ნიშნავს, რომ მან უბრალოდ არ იცის პროცედურები და კანონმდებლობა.

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტის წევრი იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას, იმ მომენტიდან პარლამენტი მას უფლებამოსილებას უწყვეტს.

„მას შემდგომ, რაც ქალბატონი სალომე გახდა საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტში დაიწყო აღნიშნული პროცედურა. ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას და უკვე უახლოეს პალენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქალბატონ სალომეს შეუწყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. მსგავსი პროცედურა ამ მოწვევის პარლამენტშიც ყოფილა და მით უმეტეს, წინა მოწვევის პარლამენტშიც არაერთხელ მომხდარა. თუ ვინმე თვლის, რომ კანონმდებლობა არის დარღვეული, უბრალოდ მან არ იცის კარგად კანონმდებლობა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

იტვირთბა....