ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს”

ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, კანონის დამტკიცების შემდეგ, მნიშვნელოვანია შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის უნდა გაიმართოს.

„ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნა საფრანგეთის პარლამენტის მიერ და სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი. ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ 150 ახალგაზრდას მიეცემა საშუალება სწავლის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში და საქართველოში გარკვეული კვალიფიკაცია აიმაღლოს.

ამ პერიოდში მათ ბინადრობის უფლებაც ექნებათ. ამის გარდა იქნება კიდევ 500 კვოტა განსაზღვრული ორივე ქვეყანაზე, რომელიც უკვე ზრდასრულ ადამიანებს შეეხებათ. მათაც ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა. ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს. მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა გაიმართოს,”- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

 

იტვირთბა....