ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჰეროინი წინდაში – ბოლნისელს 14 წელი მიუსაჯეს

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვაში ბრალდებული ნ.ნ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ნ.-მ უკანონოდ შეიძინა და წინდაში ინახავდა  42,05 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

სამართალდამცველებმა ნ.ნ. 2018 წლის 14 აპრილს, ქ. მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....