მთავარი საზოგადოება ციტატა

“ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული? ბევრს აქვს ფული მაგრამ გული”? (ფოტო)

“ახლა მოგიყვებით ისტორიას, რომელსაც დღეს შევესწარი . თბილისის მერია / TBILISI CITY HALL საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს . მე, როცა დრო მაქვს, ვცდილობ გადავიღო . რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს . იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებია ისინი. ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე. კახი ესაუბრა ბავშვებს , შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა. ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა . ბევრი გაიფიქრებს აბა რა უნდა ექნაო ?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ როცა არ გაუკეთებიათ , არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს. ვინც მიცნობთ, იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვების მიმართ. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა მეგობრობა გადაგვარჩენს , გვერდში დგომა , გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება . რაც მთავარია თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას ასეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ. ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული? ბევრს აქვს ფული მაგრამ გული ? ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი ? ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით”, – ზაქარია ჭელიძე.

 

იტვირთბა....