თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამი ახალგაზრდა დაჭრეს – სამივე მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული.
დაშავებულთაგან ორს ქირურგიული ოპერაცია გუშინ ღამითვე ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.